ტროპიკული ტყეები

დედამიწის ფილტვები
ტროპიკული ტყეები დედამიწის მხოლოდ მცირე პროცენტს შეადგენენ,მაგრამ ჟანგბადის 40% გამოიმუშავებენ და დიდი ოდენობით ნახშიროჟანგს შთანთქავენ.1945 წლის შემდეგ ტროპიკული ტყეების ნახევარი განადგურდა.მეცნიერები შიშობენ, რომ თუ ჟანგბადის და ნახშიროჟანგის ბალანსი დაირღვა,დედამიწაზე კლიმატი შეიცვლება.
უფესვო მცენარეები
ეპიფიტებს მიწაში ფესვები არ აქვთ გადგმული.ამ ხეს ფესვები ტოტებივით ზევით აქვს აშვერილი და სხვა ხეების ტოტებს ეჭიდება.წყალს ჰაერიდან ან წვიმის დროს ისრუტავს.
მსოფლიოს ცხოველთა და მცენარეთა სახეობების ნახევარი
ხშირფოთლოვანი ტროპიკული ტყეები მცენარეთა და ყვავილთა გასაოცარი მრავალფეროვნებით გამოირჩევა.300 სახეობა ერთ ჰა-ზე,ეს გაცილებით მეტია ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.მცენარეთა 70% ხეებია.თანამედროვე მედიცინა მასალის 25% ტროპიკული ტყეებიდან იღებს,მათ შორის,ქინა-ქინას რომელიც მალარიის სამკურნალოდ გამოიყენება.დედამიწის ფლორისა და ფაუნის ნახევარს სწორედ ტროპიკებში შეხვდებით.იმის გამო,რომ ეს ტერიტორიები ჯერ კარგად არ არის შესწავლილი,მეცნიერების ვარაუდით,სახეობათა ერთ ნაწილს კაცობრიობა არც იცნობს.ისეთი ფრინველი,როგორიცაა ტუკანი,სამოთხის ჩიტები,ობობა მაიმუნები,გიბონები,ხალიანი იაგუარი,ზარმაცუნები,ხეზე მცოცავი გველები,ულამაზესი პეპლები არც ისე დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს.
კოალა
იაგუარიპირანია
თუთიყუში
ტყის წითელი ადამიანები
ორანგუტანები სუმატრის და ბორნეოს ტყეებში თანაარსებობენ, გრძელ ხეებს 2 მეტრზე აწვდიან და ხეებზე ისე გადაადგილდებიან. სახელი „ორანგუტანი'' მალაიურიდან მომდინარეობს და „ტყის ადამიანს'' ნიშნავს. როგორც სხვა დიდი მაიმუნები, ორანგუტანებიც გადაშენების პირას არიან. მხოლოდ ორი სახეობაა შემორჩენილი, თითოეული სახეობიდან რამდენიმე ათასი ეგზემპლარი დარჩა. ორანგუტანებს ხის ტოტებზე აშენებულ ნაგებობებში სძინავთ და მშობიარობენ. ხილით იკვებებიან და მთელ დღეს ხიდან ხეზე ხტუნვაში ატარებენ.
როდის წვიმს?
თითქმის ყოველდღე. ტროპიკულ ტყეები ყველაზე ნესტიანი ადგილებია მსოფლიოში. საშუალო წლიური ნალექი 1500 მმ-დან 4000 მმ-მდეა. ჰარი მუდმივად თბილია. ცდომილება პატარაა ან საერთოდ არ არის.
ფოთლოვანი ტყეები

როგორ უმკლავდებიან ზამთარს?
ცხოველები სხვადასხვაგვარად უმკლავდებიან ზამთარს. გადამფრენი ფრინველები
სამხრეთის თბილ ქვეყნებში მიფრინავენ, რადგან ცივ ზამთარს ვერ გადაიტანენ. შემოდგომაზე ცხოველების ნაწილი ზამთრის მარაგს ინახავს,მაგალითად, ციყვები თხილს ინახავენ. როცა აცივდება,ბევრი იძინებს და გაზაფხულამდე არ იღვიძებს.
ვისაც ღვიძავს, თბილ ადგილს აფარებს თავს.ალპური ზონის ცხოველებს სქელი ბეწვი აქვთ, ფრინველები კი გასათბობად თავიანთ ბუმბულში ეხვევიან.
დათვები ზამთრის სიცივეს ბევრი საკვების მიღებით და სხეულში ცხიმის დაგროვებით უმკლავდებიან.ამ გზით, ზამთრის ძილის დროს დამატებით ცხიმს გამოიმუშავებენ.
ზამთარში ღამურებიც იძინებენ, როგორც სჩვევიათ თავდაყირა.იმ ცხოველების სუნთქვის რიტმი, რომლებსაც ზამთრში სძინავთ, გულის ცემა და სისხლის ცირკულაცია ძალზე კლებულობს.სხეულის ტემპერატურაც 20 გრადუსამდე ეცემა.
წიწვოვანი ტყეები

ყარყუმები (მარჯვნივ) და ამ ოჯახის სხვა წარმომადგენლები ბეწვის ფერს გარემოს შესაბამისად იცვლიან.ზაფხულში ყარყუმი ყავისფერია,მაგრამ როცა აცივდება,თეთრ სამოსს იცვამს,თოვლში თვალისთვის შეუმჩნეველი რომ დარჩეს.ყარყუმებს ძალზე მჭრელი კბილები აქვთ და შეუძლიათ მათზე გაცილებით დიდ ცხოველებს ავნონ.
საშუალო ძუძუმწოვრები

სავანა

ტყის რესურსები და მათი გამოყენება
ზოგიერთი ბუნებრივი მოვლენა ქარიშხალი, ხანძარი, მეწყერი ზოგჯერ მართლაც აზიანებს ტყეს, მაგრამ ტყეების შემცირება ძირითადად მაინც ადამიანის საქმიანობის გამო ხდება: ადამიანები ჩეხავენ ტყეებსა და მოიხმარენ ხე-ტყის რესურსებს. დღესაც კი ორ მილიარდზე მეტი ადამიანი ხეს (შეშას) იყენებს გასათბობად და საკვების მოსამზადებლად.
ტყე განუკითხავად იჩეხებოდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. დიდი ბრიტანეთი კი ყველაზე უტყეო ქვეყანა გახდა ევროპაში. აქ ტერიტორიის მხოლოდ 10%-ზეა ტყეები შემორჩენილი. ჩვენს სამშობლოში ტყეებს ქვეყნისფართობის თითქმის 40% უკავია.
ხეების მთავარი დანიშნულება ჩვენს სუნთქვასთან არის დაკავშირებული. ტყეები დიდი რაოდენობით ჟანგბადს გამოყოფენ. ასე რომ, ჩვენი სუნთქვა ტყეების არსებობაზეა დამოკიდებული, ამიტომაც უწოდებენ ტყეებს „ხმელეთის ფილტვებს".
ბოლო წლებში განსაკუთრებით დიდ მასშტაბებს მიაღწია ტროპიკული ტყეების გაჩეხვამ. ბოლო 50 წლის განმავლობაში ამ ტყეების რაოდენობა განახევრდა. თუ ასე გაგრძელდება, 40 წლის შემდეგ ტროპიკული ტყეები საერთოდ გაქრება.
ხე-ტყის გამოყენების ძირითადი მიზნები:
1.სათბობი საშუალება
2.იყენებენ საჭმლის მოსამზადებლად
3. ფურცლის დასამზადებლად
4. ავეჯისთვის და პარკეტისთვის
5. სამშენებლო მასალად
6. სათამაშოებისა და სხვა ნივთებისათვის
7. ტყეში მიდიან, რათა ინადირონ და ითევზაონ, რაც ხელს უწყობს ცოცხალი ორგანიზმების გადაშენებას.
7. ტყეში მიდიან, რათა ინადირონ და ითევზაონ, რაც ხელს უწყობს ცოცხალი ორგანიზმების გადაშენებას.

სახელმწიფო ნაკრძალი - დაცული ტერიტორია, რომელიც შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების I კატეგორიას - მკაცრი ბუნებრივი რეზერვატი (Strict Narure Reserve/Wilderness Area). სახელმწიფო ნაკრძალი არის ტერიტორია და აკვატორია, რომელიც მთლიანად ამოღებულია ჩვეულებრივი სარგებლობიდან კომპლექსის ბუნებრივი მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით.
ნაკრძალი ბუნების დაცვის ერთ-ერთი ფორმაა. იგი კომპლექსური ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა, სადაც აკვირდებიან მის ცალკეულ ობიექტებს, კომპლექსებს თუ ბიოგეოცენოზებს. ნაკრძალში შეისწავლიან ნადირ-ფრინველის რაოდენობრივი ცვალებადობის გამომწვევ მიზეზებს, მცენარეთა და ცხოველთა ეკოლოგიურ თავისებურებებს; ამუშვებენ მცენარეთა და ცხოველთა აღრიცხვის მეთოდებს, ტყისა და სოფლის მეურნეობის მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ბიოლოგიურ მეთოდებს, ატარებენ ღონისძიებებს ბუნებრივი კომპლექსების შემოსანახავად, იშვიათად განადგურების გზაზე მდგარ მცენარეთა და ცხოველთა მოსამრავლებლად და სხვა.
საქართველოში ამჟამად 20 ნაკრძალია. მათი საერთო ფართობი 159,900 ჰა შეადგენს. ნაკრძალებში ჩატარებული სამეცნიერო მუშაობა დიდძალ მასალას იძლევა ეკონომიკური განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებისათვის. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგები ქვეყნდება ნაკრძალის „შრომებში“, პერიოდულ გამოცემებში, მონოგრაფიებად და სხვა.
სამართლებრივი რეჟიმი

ძველ საქართველოში არსებობდა ე. წ. ყორუღი, რაც ამა თუ იმ მიზნით დაცულ, საერთოდ ნაკრძალ ადგილს ნიშნავდა. ვახტანგ VI-ის სამართლებრივ წიგნში ყორუღუ ნაკრძალ „სანადირო ალაგს“ აღნიშნავდა (მ. 172), დასტურლამალში კი — შავარდნის ბუდეების ადგილსამყოფელს, სადაც აკრძალული იყო ხეების მოჭრა და სიარული (§ 198). ვახტანგ მეფის დასტურლამალშივე იხსენიება მეყორუღე, რომელსაც საძოვრის დაცვა ევალებოდა (§ 103).
ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი
ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი, კომპლექსური ნაკრძალი დედოფლისწყაროს რაიონში, შირაქის ზეგანზე, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, თბილისიდან 200 კმ-ში. ნაკრძალად გამოცხადდა 1935 წელს. საერთო ფართობია 4,868 ჰა, ტყით დაფარულია 4.032 ჰა, დანარჩენი ნაწილი ველებს, უდაბნოს, ხევებს და ალესილებს უჭირავს.
ნაკრძალის ნათელი ტყის ძირითადი კომპონენტია საკმლის ხე და ღვია. აქვე გვხვდება აკაკი, ბერყენა, ბროწეული, ბალღოჯი, გრაკლა, შავჯაგა, ძეძვი, ჭალაფშატა და სხვა, ბალახოვანი საფრიდან — უროიანი, ავშნიანი და მლაშობურიანი დაჯგუფებები. გარდა ქვეწარმავლებისა (გიურზა, სხვადასხვა სახეობის ხვლიკები), რომლებიც აქ ძალიან ბევრია. გვხვდება მრავალი სახის ფრინველი (კაკაბი, კოდალები, ორბი, სვავი, მიმინო, უფეხურა, მოლაღური, კვირიონი, ჩხართვი და სხვა) და ძუძუმწოვარი (გარეული ღორი, კურდღელი, ტყისა და ველის მელა, კავკასიური მგელი, დათვი, ზოლებიანი აფთარი, მაჩვი და მრავალი სხვა). ნაკრძალის მიზანია ამჯამად ძალზე შემცირებული ნათელი ტყის ფლორისა და ფაუნის იშვიათი წარმომადგენლების დაცვა-შემონახვა.
სიმენის ეროვნული პარკი
სიმენის ეროვნული პარკი - ეროვნული პარკი ეთიოპიაში. მდებარეობს ამჰარის რეგიონში და მოიცავს სიმენის მთებს, რომელზეც მდებარეობს ეთიოპიის უმაღლესი მწვერვალი რას-დაშანი.

წარმოადგენს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ერთ-ერთ პირველ ძეგლს (1978 წლიდან). იმის გამო, რომ რამდენიმე ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლის რიცხვი საგრძნობლად შემცირდა, 1996 წლიდან შევიდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში.
მუშაობდნენ:ანა გორდეზიანი
ანა ზედგენიძე
ეკა ორჯონიკიძე